მუზეუმ-ნაკრძალი დაფუძნდა 1988 წელს. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ძველი წელთარრიცხვის I_ათასწლეულისა და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის ძეგლს უფლისციხეს, აგრეთვე IX_X საუკუნის სამნავიან ბაზილიკას და ანტიკური პერიოდის სხვადასხვა დანიშნულების კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებს. საგამოფენო დარბაზში გამოფენილია ძველი წელთაღრიცხვის VII_VI საუკუნის კერამიკული მასალა, რკინის ეტლის თვალი, სამკაული, საოჯახო ნივთები ( დოქები, ქვევრები, საღვინეები). მუზეუმში დაცულია 3300-მდე ექსპონატი.
ორგანიზაციის ფართობი: 9,5 ჰექტარი; საექსპოზიციო_ 84 კვ/მ; საფონდო_22 კვ/მ.
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 3300 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: სახელმწიფო
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ისტორიული
ორგანიზაციის ფართობი: 9,5 ჰექტარი; საექსპოზიციო_ 84 კვ/მ; საფონდო_22 კვ/მ.
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 3300 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: სახელმწიფო
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ისტორიული